საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძე პარლამენტის სხდომას ესწრება

26.სექტემბერი.2017

                     

         ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ესწრებიან.

       საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით განიხილება.

           გადაწყვეტილება რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 25 სექტემბრის სხდომაზე მიიღეს.

 

 

სურათები