საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ვახტანგ წულაძე 2018 წლის პროგრამების  განხილვას დაესწრო 

15.სექტემბერი.2017

             

15 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, მთავრობის  საკონფერენციო დარბაზში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს  2018 წლის პროგრამების საჯარო განხილვას დაესწრო. 
     შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს,  აჭარის სატყეო სააგენტოს  სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების (CENN, „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“, “ფსოვი“) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სურათები