საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

უმაღლესი საბჭოს წევრები მოიალაღეებთან

06.აგვისტო.2017

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ხვიჩა შარაშიძე და გიორგი მანველიძე,  5 აგვისტოს სამთო იალაღები მოინახულეს და მოიალაღეებს შუამთობის დღესასწაული მიულოცეს.

        ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურორტ ბეშუმში, მთა მაჭარელათსა და ნათელათზე ელექტროფიკაციის პროცესიც მოინახულეს, რითაც 13 სოფელი ისარგებლებს.