საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

იყავი ჯან-მრთელი - მარათონი დეპუტატების მონაწილეობით 

30.ივლისი.2017

                             

       30 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ილია ვერძაძემ, ბათუმში, მარათონულ გარბენში მიიღეს მონაწილეობა.

      საქართველოს პარლამენტში  ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის - ფატი ხალვაშის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ მარათონში   „იყავი ჯან-მრთელი“ , 2 კილომეტრიან დისტანციაზე   50-მდე მსურველმა ირბინა.

       ქალებსა და ვაჟებს შორის გამოვლენილი გამარჯვებულები ორგანიზატორმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს.

სურათები