საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

შეხვედრა საჩინოს მოსახლეობასთან

28.ივლისი.2017

          28 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბათუმის N68 ოლქიდან, ვახტანგ წულაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,   საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში საჩინოს მოსახლეობას შეხვდნენ.

        ვახტანგ წულაძემ და გიორგი მანველიძემ მოსახლეობას საჩინოში  დაგეგემილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები  გააცნეს. საჩინოში დაგეგმილია ბავშვთა ბაღის, სპორტული მოედნის და  სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

        საჩინოს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დაჩქარებას ეხებოდა, დეპუტატებმა მოსახლეობის შენიშვნები   ჩაინიშნეს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

      

სურათები