საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

10.ნოემბერი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად, თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილი იმერსიული გამოფენის გახსნას დაესწრო.
 
მულტიმედიურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ზღვის თემატიკაზე შექმნილი 10 ნამუშევარი და მისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის შემოქმედებით სამყაროს, ასევე მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს.
 
ექსპოზიციაში განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ენიჭება ზღვას, რომელიც ხასან ჰელიმიშის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მოტივია. მხატვარს ხშირად „ლაზ ფიროსმანს“ უწოდებენ. იგი, მხატვრობასთან ერთად, წერდა ლექსებს. მის ნახატებსა და პოეტურ ქმილებებში ასახულია ლაზური კულტურა, ზღვა, მეზღვაურთა ყოველდღიური ცხოვრება და სამშობლოს ნოსტალგია.
 
გამოფენას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ხასან ჰელიმიშის შვილი, ასევე ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
 
გამოფენა, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით იმართება, 13 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სურათები