საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

04.ნოემბერი.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში პრემიუმ კლასის ახალი პროექტის - „Cipriani Batumi“-ს პრეზენტაციას დავესწარი.

43-სართულიანი კომპლექსი „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მაღალი კლასის სასტუმროსა და საცხოვრებელ რეზიდენციებს გააერთიანებს.

როგორც ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მასშტაბისა და საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას.

მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკურ განვითარებაში, ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ღონისძიების ფარგლებში „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა სიმბოლური გასაღები საპატიო სტუმარს, ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიო გაუჩოს გადასცა, რომელიც „Cipriani Batumi“-ს რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ Cipriani-ის ბრენდი მსოფლიოს 19 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ნიუ-იორკში, ლონდონში, მონტე-კარლოსა და დუბაიში.

სურათები