საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

04.ნოემბერი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - დავით სონღულაშვილთან, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან - დენის სალუქვაძესთან ერთად „ქედის ღვინის ფესტივალს“ დაესწრნენ.
 
ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონატები და ნამუშევრები, ადგილობრივ ფერმერთა, მეღვინეთა და მეწარმეთა პროდუქცია, ტრადიციული კერძები.
 
ფესტივალისთვის საგანგებოდ მოეწყო ღვინის, ადგილობრივი პროდუქციის, კულინარიული მასტერკლასებისა და საბავშვო სივრცეები, გამოვლინდა საუკეთესო სომელიე.
 
ფესტივალს ღვინის ტრადიციული მეთოდით დაწურვის გარეშე არ ჩაუვლია - საწნახელში ადგილობრივი ჯიშის ყურძენი დაიწურა, მომზადდა ჩურჩხელები.
"ქედის ღვინის ფესტივალი -2026“ მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა და მასზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
 
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
ფესტივალი კონცერტით დასრულდა.
სურათები