ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ქედის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ნადიმ ვარშანიძე, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსთან, ზაზა შავაძესთან ერთად, მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
სოფელ მერისში, მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით 3,3- კილომეტრიან მონაკვეთზე, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები შარშან დაიწყო. გზის გარკვეულ მონაკვეთზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი უკვე დაიგო, დასრულდა ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მშენებლობაც. პარალელურად შენდება საავტომობილო ხიდი. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. საავტომობილო გზა შუახევის მუნიციპალიტეტს და ღომას მთას ერთმანეთთან აკავშირებს.
წელს, ქედის მუნიციპალიტეტში, 2 საავტომობილო ხიდი აშენდება, 13 მიმართულებით მოეწყობა საყრდენი კედელი და გაბიონი, ხოლო საავტომობილო გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასევე გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე.













