აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
მისი განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი და მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.









