საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

23.ოქტომბერი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენას - AGRO FOOD BATUMI 2026 დაესწრნენ.
 
გამოფენაში, წელს, ოთხი ქვეყნის 70-მდე კომპანია მონაწილეობს. ღონისძიება აერთიანებს ფერმერებს, მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს, აგროაღჭურვილობის მომწოდებლებს, დისტრიბუტორებსა და HoReCa სექტორის წარმომადგენლებს.
 
მონაწილე კომპანიები და ფერმერები დამთვალიერებლებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანი შეხვედრები ხელს უწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და პარტნიორობის გაღრმავებას. AGRO FOOD BATUMI 2026 მნიშვნელოვანი პლატფორმაა ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის.
 
ღონისძიებას რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება კომპანია „ჯეონეტ ექსპოს“ ორგანიზებითა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
 
AGRO FOOD BATUMI 2026 ბათუმში, 23-24 ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სურათები