აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას უერთდება. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარის, ფატი ხალვაშის ინიციატივით, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა სოლიდარობა ვარდისფერი სიმბოლიკით გამოხატეს.
მსგავსი აქტივობების მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და დაავადებასთან მებრძოლი ქალების მხარდაჭერაა. სახელმწიფო 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს უფასო სკრინინგის პროგრამას სთავაზობს. უფასო გამოკვლების ჩატარება შესაძლებელია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა (ბაუ) და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ 1985 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.






