აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესა და ქობულეთის მერის მოადგილესთან მინდია რომანაძესთან ერთად, სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ აიშე ანანიძეს ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა უხუცესს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვეს.
აიშე ანანიძეს 5 შვილი, 10 შვილიშვილი, 20 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აიშე ანანიძეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება, 5 000 ლარის ოდენობით, გადაეცემა.
2026 წელს 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა 1 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა.
ამ დროისთვის აჭარაში 100 წლისა და მეტი ასაკის 23 მოქალაქე ცხოვრობს.










