საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08.ოქტომბერი.2026
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა.
 
პარაკლისს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
 
2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის, მათ შორის, სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სურათები