საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

05.ოქტომბერი.2026
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ახლადგანწესებული მოსამართლეების - სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.
 
ახლადგანწესებული მოსამართლეები, რომელთაც სასამართლო სისტემაში მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - რევაზ ნადარაიამ წარუდგინა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ახლადგანწესებულ მოსამართლეებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და მოსამართლის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ, ხოლო გოგა კიკილაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა.
 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ფიცის დადების დღიდან იწყება
სურათები