საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

05.ოქტომბერი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა და ბენეფიციარების საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სათბურები, ასევე დაათვალიერეს გაშენებული მოცვის ბაღი.
პროგრამის მიზანია საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, მოსახლეობის შემოსავლებისა და დასაქმების ზრდა, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდა.
 
დღეის მდგომარეობით, პროგრამის თანადაფინანსებით უკვე ისარგებლა 2 000-ზე მეტმა ფერმერმა. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება და მის ფარგლებში თანადაფინანსებას, ჯამში, 4 000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.
სურათები