საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

04.ოქტომბერი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 5 ღვაწლმოსილი და 41 წარმატებული მასწავლებელი დაჯილდოვდა.

ღონისძიებების მიზანი მასწავლებელთა მრავალწლიანი, თავდადებული შრომის დაფასება და პროფესიული მიღწევების წახალისებაა.

პედაგოგებს ჯილდოები უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სურათები