საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

27.სექტემბერი.2026

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ბათუმში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„ეს დღე გარდა პატივგებისა, არის დაფიქრების დღე, რომ მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკით, მხოლოდ შერიგებით არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

ხელისუფლების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, გმირთა ხეივანში, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

სურათები