ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან - ილია ვერძაძესთან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან - ნინო ნიჟარაძესთან და უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან - ლეილა ღოღობერიძესთან ერთად, ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის ახალი ფილიალის გახსნას დავესწარი.
მულტიდისციპლინური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ბათუმსა და ქედაში წარმატებით ფუნქციონირებს, მაღალმთიან აჭარაში ბავშვებსა და ზრდასრულებს სათანადო სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფს.

ცენტრის კლინიკური დირექტორის, ირმა ხვიჩიას განცხადებით, ბენეფიციარები ისარგებლებენ სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისებით, ხოლო სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები პაციენტებს მათზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებენ.
ოფიციალურ გახსნას ასევე ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო, სოციალური და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
ადგილზე გავეცანით რეაბილიტაციის ცენტრის საქმიანობას, არსებულ შესაძლებლობებსა და სახელმწიფო პროგრამების მიმართულებებს, დავათვალიერეთ ახლად გახსნილი სივრცე და შევხვდით სპეციალისტთა გუნდს.