საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

25.სექტემბერი.2026

გონიოს ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, „ხელვაჩაურის დღეები 2026“ გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან - სოფიო ბაკურიძესთან, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატთან - მინდია დიასამიძესთან, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან - არჩილ ბერიძესთან, მუნიციპალიტეტის მერთან - ზაზა დიასამიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან - არჩილ მხეიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

დღესასწაულზე, რომელიც 18-დან 25 სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა, ადგილობრივებსა და რეგიონის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ მრავალფეროვან კულტურული სამეცნიერო და ეთნოგრაფიულ ღონისძიებებს, უკეთ გაცნობოდნენ მუნიციპალიტეტს, მის ისტორიულ წარსულსა და ტრადიციებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის „საპატიო ხელვაჩაურელები“ დააჯილდოვეს.

წლევანდელი ხელვაჩაურის დღეები სოფელ სინდიეთში გამართული „მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულით, სამეცნიერო კონფერენციით - „კოლხობა - წარსული და თანამედროვეობა“ და გონიოს ციხეში, დასკვნითი ღონისძიებით - საპატიო ხელვაჩაურელთა დაჯილდოებით, მრავალფეროვანი კულტურული-გასართობი პროგრამით, ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენით აღინიშნა.

„ხელვაჩაურის დღეები 2026“, ტრადიციულად, კონცერტით დასრულდა.

სურათები