საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

23.სექტემბერი.2026

ხულოსა და შუახევის დელეგატები აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, ამავე მუნიციპალიტეტებში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროექტებში გამარჯვებული, ასევე ღვაწლმოსილი და წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოები მიულოცეს, არაერთი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

მასწავლებლებს წარმატება და პროფესიული დღესასწაული მიულოცეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თვითმმართველობების, რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტებში გამარჯვებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

სურათები