ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში სპექტაკლის — „ფესვები საქართველოა“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, მინდია დიასამიძე და ლაშა სირაბიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზაზა დიასამიძესთან, აჭარის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან - დავით ფაცაციასთან ერთად დაესწრნენ.
თეატრალური წარმოდგენა აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის — „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში გაიმართა.
ინიციატივის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია, მოზარდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ქართული იდენტობის განმტკიცებაა.
სპექტაკლში 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები და აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პრემიერას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.























