საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

18.სექტემბერი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან - გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრთან - რევაზ სოხაძესთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში, რეაბილიტირებული მე-4 და მე-5 საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
 
ორივე საჯარო სკოლაში სრულად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, კეთილმოეწყო ორივე სკოლის ეზოები. მთლიანად განახლდა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ამასთან, შენობები ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
 
სკოლების რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა
სურათები