საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

16.სექტემბერი.2026

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის  შესრულების  ანგარიში განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარდგა.

მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 426 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გეგმის 103,8 %-ია და ფაქტობრივად, 10 %-იან ეკონომიკურ და საინვესტიციო ზრდაზე მიუთითებს. ამასთან,  შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 20 %-ით აჭარბებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ორი

კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 98,1% მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. 118,6 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა. რაც შეეხება გადასახდელების გეგმას, აქ მაჩვენებელი  69,6 %-ს შეადგენს.

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის პარალელურად, მომხსენებელმა, მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტების შესრულების მონაცემებზე ისაუბრა.

 ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოირჩევა - საანგარიშო პერიოდში უწყების ბიუჯეტი 95,1 %-ით შესრულდა.  გეგმის 78,1 %-იანი შესრულება აქვს განათლებისა და სპორტის სამინისტროს, 80,9 % - კულტურის სამინისტროს, 72,3 %- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 56,6 %-ით შესრულდა ორ კვარტალში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

მომხსენებლის განცხადებით, პროგნოზები ყველა მიმართულებით პოზიტიურია, მზარდი დინამიკით გამოირჩევა და წლის ბოლომდე ყველა უწყება დასახულ ამოცანებს შეასრულებს.

 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

სურათები