საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

15.სექტემბერი.2026

მაღალმთიანი აჭარის დელეგატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, მინურ პაქსაძემ და ნადიმ ვარშანიძემ დაბა შუახევის, ხულოს, ბეღლეთის, ქედის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 1 067 მოსწავლე ირიცხება.  წელს, შუახევში - 67, ხულოში - 110, ხოლო ქედაში - 121 პირველკლასელი მიუჯდა სასკოლო მერხს.

საზეიმო ღონისძიებებს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები და თვითმმართველობების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურათები