საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

10.სექტემბერი.2026
საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების, მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში არაერთი პროგრამა ხორციელდება. დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინდია დიასამიძემ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან - დენის სალუქვაძესთან, ხელვაჩაურის მერთან - ზაზა დიასამიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა.
 
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, საოჯახო მეურნეობების გაძლიერების, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით, „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამას ახორციელებს.
 
საოჯახო სასათბურე მეურნეობების აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე მფლობელებმა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, საგრძნობლად გაზარდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, გაიზარდა მათი შემოსავლები და გაჩნდა ახალი ინიციატივებიც.
 
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი პროგრამები სამომავლოდაც გაგრძელდება, 2026 წელს კი, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, თანადაფინანსებით 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს
სურათები