საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08.სექტემბერი.2026

ქედის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ნადიმ ვარშანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან ერთად, ქედის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

„სასიხარულოა, რომ ქედაში, წლიდან წლამდე იზრდება წარმატებული ახალგაზრდების რაოდენობა. განათლების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები მათთვის, საამისოდ ერთგვარი მოტივაციაა“, - აღნიშნა ნადიმ ვარშანიძემ.

ქედის მუნიციპალიტეტში, წარმატებულ, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამა 2023 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 26 მოსწავლე დაჯილდოვდა. 24 - მა კურსდამთავრებულმა ოქროს მედლით, ხოლო 2 - მა ვერცხლის მედლით დაასრულა სწავლა. მათ ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ერთჯერადად, 600-800 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

შეხვედრას, რომელზეც ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, ესწრებოდნენ: ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან ცინცაძე, რესურსცენტრის უფროსი - დურმიშხან შავიშვილი და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი - ეკატერინე ქაჯაია.

სურათები