ბათუმში გასტრონომიულ ფესტივალი - „გემოფესტი“ გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან - მარიამ ქვრივიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბათუმის ბულვარში მოწყობილი პავილიონები, აგროზონა, სამეწარმეო, ღვინის, კულინარიული და საბავშვო სივრცეები დაათვალიერეს.
ორდღიან ფესტივალში 20-მდე კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
„გემოფესტი“, რომელიც ბათუმში პირველად გაიმართა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2022 წლიდან ტარდება და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, ტრადიციულ, ცნობილ და ნაკლებად ცნობილ კერძებს ეცნობიან.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე იმართება გასართობი და კულტურული ღონისძიებები.


























