მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქართულ-ბერძნულ სოფელ დაგვას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. დეკანოზმა ეფრემმა მრევლი დალოცა და დღესასწაული მიულოცა.
ღვთისმსახურებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - ირაკლი ცეცხლაძე,თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საბერძნეთიდან ჩამოსულ მრევლთან ერთად დაესწრნენ.
სიმბოლურია, რომ დაგვაში, მარიამობას ერთად აღნიშნავენ ქართველები და ამავე სოფლიდან ისტორიულ სამშობლოში წასული ბერძნები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიან საბერძნეთიდან. ქართულ-ბერძნული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მათთვის ისეთივე მშობლიური სალოცავია, როგორიც ქართველებისთვის.
მარიამობა — ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია და თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში შედის.













