აჭარის მუნიციპალიტეტებში, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წლისთავზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - რამაზ ჯინჭარაძემ, მინდია დიასამიძემ და ლაშა სირაბიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირულთა ხსოვნას.
დიდება გმირებს!













