საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08.აგვისტო.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და ვეტერანებმა. 

 აგვისტოს ომს 169 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და დაახლოებით 228 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შორის 20 ჯარისკაცი აჭარიდან იყო. მათი თავგანწირვა ჩვენი ერთობისა და სახელმწიფოებრივი ძალის სიმბოლოა.  

 8 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

სურათები