საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

30.ივლისი.2026
ქედის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ნადიმ ვარშანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან - მამუკა თურმანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ამირან ცინცაძესთან ერთად, სოფლებში - ზედა მახუნცეთსა და მილისში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახლად მოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეები დაათვალიერა.
 
სოფელ ზედა მახუნცეთში დასრულდა ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაიგო ბეტონისა და კაუჩუკის ფილები, ასევე ესკიზის შესაბამისად, დამონტაჟდა სხვადასხვა ინვენტარი და ატრაქციონები.
ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფელ მილისშიც. დაიგო ბეტონის, კაუჩუკის ფილები, მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა ტრენაჟორის ლითონის კონსტრუქციები და ტრენაჟორები.
 
სოფლებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა მიზნად ისახავს თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, მსგავსი პროექტების ფარგლებში, ბავშვებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქმნება დამატებით, კომფორტული და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეები.
სურათები