საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

30.ივლისი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატმა - მინდია დიასამიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზაზა დიასამიძესთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან - არჩილ მხეიძესთან, ერთად სოფელ განთიადის საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
 
200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის სრული დაცვით შენდება და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
 
შენობაში ეწყობა სააღმზრდელო სივრცეები, საძინებლები, სასადილო, სამზარეულო, მრავალფუნქციური დარბაზი. შენობაში განთავსებული იქნება მუსიკალური სკოლა და ადმინისტრაციის კაბინეტი.
 
საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 2026 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე მიიღებს.
სურათები