საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

29.ივლისი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალში, ფესტივალ „გონიოს ჰანგების“ დაარსებისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრნენ.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ცნობილი ქართველი შემსრულებლები.
 
საღამოზე ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები შესრულდა. ფესტივალის მიზანი ხელოვნების მეშვეობით ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ეროვნული კულტურის, გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა და კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
 
გალა-კონცერტი გაიმართა აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით.
 
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ხელოვანები და მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.
სურათები