საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

26.ივლისი.2026

ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე კურორტ გოდერძზე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნენ. ხელისუფოლების წარმომადგენლებმა „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

კურორტის განვითარებისთვის დაგეგმილი პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეხვედრის უმთავრესი თემა იყო. როგორც აღინიშნა, ოთხივე სეზონზე შეუფერხებელი გადაადგილება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. 

 აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტის ფარგლებში კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი საგამოფენო სივრცის, ღია და დახურული ტიპის ავტოსადგომების, თოვლის სატკეპნი ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარისა და 80 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის მოწყობას ითვალისწინებს. აქ უკვე განთავსებულია საგამოფენო ბაზრისთვის საჭირო ნაგებობები, სადაც აფთიაქი, მარკეტი, სწრაფი კვებისა და თხილამურების გაქირავების ობიექტები განთავსდება. მიმდინარეობს ავტოსადგომისა და საპარკინგე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც აგვისტოში დასრულდება.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ნადიმ ვასაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - რენარ ბოლქვაძე.

სურათები