საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

25.ივლისი.2026

ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან ერთად, გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს კურორტზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

​გოდერძის უღელტეხილზე აქტიურად მიმდინარეობს ცნობილი კომპოზიციის — მიმანიშნებელი აბრის რეაბილიტაცია, სადაც ასევე აღიმართება 41-მეტრიანი საქართველოს სახელმწიფო დროშა. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულისთვის მზადებას გაეცნენ და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ.

​სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მერის მოადგილე - ნადიმ ვასაძე და კურორტ „გოდერძის“ დირექტორი - ფრიდონ პაპიძე.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად გააგრძელებენ მუშაობას.

სურათები