აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ - არჩილ ბერიძესთან ერთად, მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალურ გამოფენას „სულის მეხსიერება“ დაესწრო.
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამართული ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ერთი მონუმენტური ფერწერული ნამუშევარი, რომელიც რწმენის, ერთგულებისა და სულიერი მეხსიერების თემებს ასახავს.
ღონისძიებას აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენის ფარგლებში, ანსამბლებმა „ზღვის შვილები“ და „ალილო“ პატრიარქ ილია მეორის საგალობლები შეასრულეს.























