საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24.ივლისი.2026

„მოგესალმებით, ძვირფასო ქობულეთელებო, მობრძანებულო სტუმრებო. ვფიქრობ, სანამ ტურიზმი, როგორც ინდუსტრია, ჩამოყალიბდებოდა, ქობულეთი უკვე გამოირჩეოდა სტუმართმასპინძლობის მდიდარი ტრადიციებით. ყველასთვის ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში ქობულეთს საზღვაო ტურიზმის განსაკუთრებული ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტის სიმდიდრეა მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ზღვისპირა სანაპირო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქობულეთელები“, — განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, ქობულეთში გამართულ „ზაფხულის ფესტივალზე“.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ და ქობულეთის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ.

ფესტივალის ფარგლებში ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოეწყო. სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები, კულტურული აქტივობები და სადღესასწაულო გარემო დახვდათ.

„ზაფხულის ფესტივალი“ ზაფხულის ტურისტული სეზონის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომლის მიზანს ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი დასვენებისა და გართობის შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა.

ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.

ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ: GOOFY LAND, SEENთეზი, ჯგუფი „1/4“ და ლინდა ადამია, მელომანიაკი, OCEAN DRIVE, 4UP და პროექტი „33“. ღონისძიება Guri de Sal B2B Marlen-ის შესრულებით დასრულდა.

 

სურათები