საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

09.ივლისი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ და მინურ პაქსაძემ, ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან - მარიამ ლაშხთან ერთად, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს.  საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ რიგი სკოლები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მათ შორის საკლასო ოთახების, ასევე სპორტული მოედნებისა და დარბაზების კეთილმოწყობას საჭიროებენ.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთიანი რეგიონის სკოლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზეზით, ბოლო წლებში, მოსწავლეთა ნაკადის შემცირება შეინიშნებოდა, თუმცა ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის შემდეგ, მიგრაციული პროცესები შენელდა და სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

სურათები