საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

05.ივლისი.2026

      აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან - ელისო ბოლქვაძესთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბურსას პროვინციის სოფელ ჰაირიეში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის - აჰმედ მელაშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ.

    ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი და თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძედ წოდებული აჰმედ ოზქან-მელაშვილი თავისი ცხოვრებითა და მოღაწეობით სამაგალითოდ იქცა მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენებურებისთვის. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართველთა ეროვნული თვითშეგნების, მშობლიური ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში. 

     დღეს აჰმედ მელაშვილის საქმეს, მისი ვაჟი, იბერია მელაშვილი აგრძელებს. იგი ხელმძღვანელობს ქალაქ სტამბოლში მამის მიერ დაფუძნებულ „ქართული ხელოვნების სახლს“, რომელიც ინარჩუნებს და მომავალ თაობას გადასცემს ეროვნულ კულტურას.

სურათები