ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, დიდაჭარაში მცხოვრებ 102 წლის შუშანა შავაძესა და დიოკნისში მცხოვრებ 105 წლის ზულბიე ძირკვაძეს ესტუმრა და იუბილე მიულოცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა 100 წლის იუბილე მიულოცეს ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძესაც. სოფელ ჭერში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს ესტუმრა და საიბილეო თარიღი მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ - სოფიო ბაკურიძემ.
სტუმრებმა უხუცესებს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვეს.
უხუცესებს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით გადაეცათ.
100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების თანხა 2026 წელს 1500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა.
ამ დროისთვის აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.






