საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

01.ივლისი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ნინო ვარდოსანიძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - თამარ ხაჩიძე, 30 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. 

კომიტეტმა სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს მიერ ქარტიის შესრულების თაობაზე მომზადებული ოფიციალური დოკუმენტები და ანგარიშები განიხილა.

სხდომის დასასრულს დელეგატებმა კომიტეტის 2026-2027 წლების სამუშაო გეგმა განიხილეს და მთავარ პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.

სურათები