საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

29.ივნისი.2026

შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გივი მიქანაძე, შუახევის მუნიციპალიტეტში, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის საქმიანობა მეუფე სპირიდონმა გააცნო.

მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლით და ლოცვა-კურთხევით, 2008 წელს დაფუძნდა, პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას იძლევა.

უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზრო ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სურათები