აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთვრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტში პრემიერ- მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაესწრნენ. ირაკლი კობახიძემ, კანონმდებლების წინაშე, მთავრობის მიერ გასული წლის პირველი ივნისიდან დღემდე გაწეულ საქმიანობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საგარეო კურსზე, შიდა და გარე გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პლენარული სხდომით საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია დაიხურა.


























