საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

26.ივნისი.2026

      საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, ედნარ ნატარიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია - დოკუმენტი წარმოადგინა.

       მინისტრის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მზარდ დინამიკასა და მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული, რის საფუძველსაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრები და მიღებული შედეგები იძლევა. დოკუმენტი, რომელიც ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია, საშუალებას იძლევა განისაზღვროს ავტონომიური რესპუბლიკის მომდევნო ოთხი წლის პარამეტრები, ამასთან, ძირითადი მიმართულებების პარალელურად, სხვადასხვა სფეროსა და სიახლეებს მოიცავს. 

       როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, კვლავ აქტუალურია და პრიორიტეტულია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული, განათლების, სპორტის, კულტურის, სოფლის მეურნეობის მიმართულებები. პროგრამების ზრდის პარალელურად იზრდება, ბენეფიაციართა რაოდენობაც. ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს, მათ მოთხოვნილებებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

     მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

   კომიტეტი მინისტრის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დაეთანხმა.

 

სურათები