საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

25.ივნისი.2026

  ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზაზა დიასამიძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან - ზაზა შავაძესთან ერთად, მაჭახელას ხეობაში, მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო.

  მინდია დიასამიძის განცხადებით, მეწყრულმა პროცესებმა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე შექმნა გამოწვევები, რომელთა ოპერატიულად მოგვარებისთვის დაწყებულია და მიმდინარეობს საყრდენი კედლების მშენებლობა, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მშენებლები კედლების საძირკვზე მუშაობენ. პროექტი 2027 წელს დასრულდება.

     ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები.

სურათები