საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24.ივნისი.2026

     აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი – დენის სალუქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან – მამუკა თურმანიძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ღვინის ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნენ.

  ლაბორატორია, რომელიც ქედისა და სხვა მუნიციპალიტეტების მეღვინეებს ემსახურება, აღჭურვილია ველა საჭირო ტექნიკური საშუალებით და ხელს უწყობს რეგიონში მევენეხეობის განვითარებას, ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი ღვინის წარმოებას.  

 მევენახე-ფერმერებს ლაბორატორია ღვინის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის, ხარისხის, სტანდარტებთან შესაბამისობისა და სხვა მაჩვენებლების ადგილზე დადგენაში ეხმარება. სპეციალისტები სეზონზე საშუალოდ 50-60 მეღვინე-ფერმერს ემსახურება.

  ლაბორატორიაში ასევე იმყოფებოდნენ: აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელები.

სურათები