საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20.ივნისი.2026

ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან - სულხან თამაზაშვილთან ერთად დაესწრნენ.

საზეიმო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უწყების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა - სულხან თამაზაშვილმა და მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ მიმართეს. მათ ტურისტული სეზონის პერიოდში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული სეზონი უსურვეს. 

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სეზონს განახლებული ტექნიკითა და თანამედროვე აღჭურვილობით ხვდება.

ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. 

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ კი, ადგილზე სპეციალური ტექნიკის გამოყენებით წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია მოეწყო.

სურათები