ხელისუფლებას ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რისი დასტურიც არის ის, რომ ქვეყნისა და რეგიონის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებაზე ნაწილდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრების და ინფორმაციის გაცვლის შედეგად აჭარა არის ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი ახალი პროგრამების დანერგვაში. კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზაობას, ხელი შევუწყოთ აღნიშნულ პროცესს“, — განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე.
საკონსულტაციო საბჭო აერთიანებს აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, სხვადასხვა დარგისა და მიმართულებების მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ პროფესიონალებს, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სპეციალისტებს.
სხდომა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ გახსნა. მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის და მსგავსი სამუშაო პლატფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი - ნინო ნიჟარაძე, რომელმაც უწყების მხრიდან საბჭოს საქმიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის საკითხები მიმოიხილა.
სხდომის ფარგლებში ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ პრეზენტაცია წარმოადგინა. კლინიკის დირექტორმა, კახა აღამანაშვილმა დეტალურად ისაუბრა კლინიკაში არსებულ სამედიცინო სერვისებზე, დანერგილ სიახლეებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე.
სამუშაო შეხვედრას, მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი — ივანე ჩხაიძე.






























