საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

17.ივნისი.2026

     საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე უძღვებოდა, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს - პაატა კეშელავას მოუსმინეს. კანდიდატმა კომიტეტის წევრებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გააცნო და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. მან აგრეთვე დეტალურად წარადგინა უწყების განვითარების ინსტიტუციური ხედვა და ცესკოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები.

    კომიტეტის წევრებმა  ერთხმად დაუჭირეს მხარი პაატა კეშელავას კანდიდატურას  და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში

სურათები